სომხეთს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
25/08/2022 09:24:41 პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუბენ სადოიანი საქართველოში სომხეთის ელჩის თანამდებობიდან გაიწვიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მისი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მეორე განკარგულებით ამ თანამდებობაზე დაინიშნა აშოტ სმბატიანი.


