Accentnews.ge
პრეზიდენტი ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს ეხმიანება: "ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს"

პრეზიდენტი ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს ეხმიანება: "ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს"

25/08/2022 12:55:14 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშს ეხმიანება და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

"შოკირებული და დამწუხრებული ვარ ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშის გამო. ეს იყო საშინელი თავდასხმა, ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ვგლოვობ სიცოცხლის ტრაგიკულ დანაკარგს. საქართველო უკრაინელი ერის გვერდით დგას", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე 24 აგვისტოს განხორციელებულ თავდასხმა და ამავდროულად ირწმუნება, რომ "გაანადგურა სამხედრო ეშელონი".

რუსეთის თავდაცვის უწყება ასევე ირწმუნება, რომ "დაიღუპა 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და განადგურდა 10 ერთეული ტანკი".

უკრაინის ხელისუფლებამ აფეთქებული ვაგონების ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ დაიღუპა 25 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 და 6 წლის ბავშვები. სამხედრო მოსამსახურეთა შორის არსებულ მსხვერპლზე კიევი არ საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S