Accentnews.ge
"რაც ნაკლები ურთიერთობა ექნებათ "ლელოს" და სხვა პარტიებს "ნაცმოძრაობასთან", მით უკეთესი იქნება მათთვის"

"რაც ნაკლები ურთიერთობა ექნებათ "ლელოს" და სხვა პარტიებს "ნაცმოძრაობასთან", მით უკეთესი იქნება მათთვის"

26/08/2022 12:20:18 პოლიტიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანის აზრით, რაც ნაკლები ურთიერთობა ექნებათ "ლელოს" და სხვა პარტიებს "ნაციონალურ მოძრაობასთან", მით უკეთესი იქნება მათთვის.

"უკეთესი იქნება, რადგან საშუალება ექნებათ, გამოხატონ საკუთარი იდენტობა და არ აფილირდებოდნენ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან", - განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში “ლელოს” ლიდერს მამუკა ხაზარაძეს “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი დაუპირისპირდა. მომხდარს ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს სამარცხვინოა:

“სამარცხვინოა, როდესაც ვითომ კეთილი ზრახვებითა და ვითომ მიშას გათავისუფლების იდეით „შთაგონებული“ აქტივისტი შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს. მისნაირების გამო ერიდება ბევრი „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერას”,- განაცხადა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S