Accentnews.ge
რუსეთის საკონსულო თურქეთში:”საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა”

რუსეთის საკონსულო თურქეთში:”საქართველოში რუსეთის მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა”

27/08/2022 11:47:07 პოლიტიკა

თურქეთის ქალაქ ტრაბზონში რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, „სარფის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ბოლო პერიოდში საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშირდა.

„ქართველი მესაზღვრეების უარი, როგორც წესი, არაფრითაა დასაბუთებული, უარის მიზეზი არ განიმარტება. რუსეთის მოქალაქეთა შორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვეს ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებნი, ასევე ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მცხოვრებნი არიან, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხშირად, უარს იღებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში პირადი ავტომობილით ჩავიდნენ.

„მიმდინარე წლის აგვისტოში გენერალური საკონსულო საქართველოში შესვლაზე უარს პრაქტიკულად ყოველდღე აფიქსირებს“, – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

საკონსულო მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ ეს გარემოება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S