Accentnews.ge
"საგნობრივი კრიტიკა არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა"

"საგნობრივი კრიტიკა არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, ვფიქრობ, ვეტო დაიძლევა"

29/08/2022 08:40:37 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში "საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არაა".

მისი თქმით, "პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით".

იგი მიიჩნევს, რომ ვეტო დაძლეული იქნება.

"რაც შეეხება საკითხების ნაჩქარევად განხილვას, მინდა შეგახსენოთ, რომ განხილვის პროცედურა ორი კვირით გადაიდო, რათა არგუმენტაცია წარმოედგინათ, თუმცა კანონპროექტის საწინააღმდეგოდ რაიმე წონადი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, საიდან გაჩნდა იდეა, რომ პროცედურები ნაჩქარევი იყო და ვინმეს საკუთარი მოსაზრებების სრულფასოვნად წარმოდგენისა და პოლემიკაში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდა. რაც შეეხება კანონის შინაარსობრივ მხარეს, რაიმე რეალური, საგნობრივი არგუმენტი, რომლის გამოც შეგვეძლო გვეთქვა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დასაწუნია, წარმოდგენილი არ არის. ყველა სტანდარტი რასაც შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენდეს - კოლიზია, წინააღმდეგობა არ არსებობს. ვერ ვიტყვით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა რომელიმე კარგ თანამედროვე სტანდარტს არღვევს. აქედან გამომდინარე, საგნობრივი კრიტიკა წარმოდგენილი არ არის არც ვენეციის კომისიის და არც პრეზიდენტის მხრიდან. კანონზე არავითარი მოტივირებული შენიშვნა წარმოდგენილი არ არის - პრეზიდენტის ვეტო ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით, ვიდრე სამართლებრივი არგუმენტებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის: მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. პრეზიდენტმა კანონს ვეტო 22 ივნისს დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S