კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილი დაინიშნა
29/08/2022 09:07:52 პოლიტიკა
კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილი დაინიშნა.
თანამდებობაზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის:გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.


