შოლცი: "საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს"
29/08/2022 10:26:26 პოლიტიკა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. ამის შესახებ მან პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს. მაშინ, როცა დღეს ერთსულოვნებაა საჭირო, ყოველი ახალი წევრის მიღებით იზრდება საფრთხე, რომ ცალკეული ქვეყანა ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ყველა დანარჩენს წინსვლაში დააბრკოლებს. ამიტომ გამოვედი წინადადებით, ეტაპობრივად გადავიდეთ უმრავლესობის წესით კენჭისყრაზე ზოგად საგარეო პოლიტიკაში, ასევე ისეთ სფეროებშიც, როგორიცაა საგადასახადო პოლიტიკა. თუმცა კარგად მესმის, რომ ამას შედეგები ექნება გერმანიისთვის", განაცხადა ოლაფ შოლცმა.


