Accentnews.ge
"ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია"

"ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ სამყაროში მაღალკვალიფიციური ექსპერტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია"

29/08/2022 11:42:24 პოლიტიკა

პარტია "გირჩის" წევრი დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ე.წ. მოსმენების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს, რადგან "მაღალკვალიფიციურ ექსპერტად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია".

მისი თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ელემენტარული ჭეშმარიტებების დასანახად, პრობლემის შესახებ მაინც და მაინც ვენეციის კომისიამ უნდა გვითხრას.

„იცით, ჩვენ ამ კანონპროექტზე რამდენი ვილაპარაკეთ უფრო მკაცრადაც, უფრო მკაფიოდაც, მაგრამ ვინაიდან ახლა პროექტზე ვენეციის კომისია ლაპარაკობს, სალაპარაკო თემა ახლა გახდა. გვიხარია, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების პოზიციები ემთხვევა ხოლმე“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის: მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. კომისია თვლის, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევადაა მიღებული და ზემოქმედების შეფასებასა და დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S