"ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს"
30/08/2022 09:54:20 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის კანცლერის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროპეიზაციის მიმართულებით მიღწევები საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ იგი მომხრეა ევროკავშირის გაფართოების, რომელიც საბოლოოდ უნდა მოიცავდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – უკრაინას, მოლდოვას და საქართველოსაც.


