Accentnews.ge
მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნაზე: "ტენდენციური თუ არაკომპეტენტური"

მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნაზე: "ტენდენციური თუ არაკომპეტენტური"

30/08/2022 10:52:16 პოლიტიკა

"ტენდენციური თუ არაკომპეტენტური", – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ე.წ. მოსმენების კანონპროექტის თაობაზე.

"რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება გაგვახსენდეს რატომ იყო ამგვარად ტენდენციური ასეთი ავტორიტარული ორგანო. არგუმენტები არ აქვთ, საუბრობენ დაჩქარებაზე და დაჩქარებული წესით არ მომხდარა ამ კანონპროექტის მიღება, მიუთითებენ „ლინკს“ მოსმენების კანონზე და სასამართლოს კანონზეა საუბარი. რატომ იყო ასეთი ტენდენციური თუ არაკომპეტენტური შუალედური დასკვნა? ცუდი ვერსიაა, რომ ამას კონკრეტული საფუძველი გააჩნია და კარგი ვარიანტია, რომ შეცდომაა, თუმცა კარგი ვარიანტების არ მჯერა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S