Accentnews.ge
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ NGO-ების მიერ შერჩეულ ომბუდსმენის კანდიდატს უჭერს მხარს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ NGO-ების მიერ შერჩეულ ომბუდსმენის კანდიდატს უჭერს მხარს

30/08/2022 11:01:02 პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ ომბუდსმენის კანდიდატს უჭერს მხარს. შესაბამის განცხადებები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს.

ხსენებული პარტიის წევრი დეპუტატები ომბუდსმენის შერჩევის წესზე მმართველ გუნდთან სამუშაო შეხვედრას არ ესწრებიან.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მონაწილეობენ.

ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კანდიდატი მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა არ უნდა შეარჩიოს:

"მე არ შემიძლია ვთქვა, რომ რომელიმე კონკრეტული შეხედულება, მაგალითად, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხის ირგვლივ, გახლავთ უალტერნატივო. შესაბამისად, ამას განხილვა და დისკუსია არ სჭირდება. რასაც გვთავაზობენ, რომ ულტიმატუმის სახით ვინმემ წამოაყენოს კანდიდატურა და ამაზე დათანხმებით იყოს შებორკილი ყველა პოლიტიკური აქტორი, არ მგონია, იყოს სწორი".

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხვალ მმართველი პარტიის წევრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართვანე შეხვედრას.

"ამის შემდეგ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიტყვით.ყველა შემთხვევაში ერთი ზოგადი პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით და უზრუნველვყოფთ, რომ ინკლუზიური იყოს პროცესი და შარის მოდების საშუალებაც არავის ჰქონდეს, რომ მმართველმა გუნდმა რაიმე დააკლო ამ პუნქტის შესრულებას. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ პუნქტის შესრულებას საბოტაჟი გამოუცხადოს, ესეც საზოგადოებისთვის და ჩვენი ევროპული მეგობრებისთვის ნათელი იქნება", – განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატს წარადგენენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი.

მოქმედ ომბუდსმენს ნინო ლომჯარიას 6-წლიანი ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იგი თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S