ილია დარჩიაშვილი პრაღაში მიმდინარე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას და შეხვედრას, მათ შორის დმიტრო კულებასთან გამართავს
31/08/2022 07:45:57 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, – იუწყება "საზოგადოებივი მაუწყებელი".
მისი ცნობით, დარჩიაშვილი ევროპელ პარტნიორებთან, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან გამართავს შეხვედრებს.
"ღონისძიების ფარგლებში მექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მათთან გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ, ერთი მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობა და ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის პროცესში ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. ასევე, დაგეგმილი ჩემი შეხვედრა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომელთანაც მუდმივად მქონდა კომუნიკაცია და შეხვედრის შესაძლებლობები. გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.


