კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა
31/08/2022 10:21:16 პოლიტიკა
კახა იმნაძე კანადაში საქართველოს ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს.
„ვტოვებ ნიუ –იორკს, ამაყი ვარ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე საქართველოსა და გაერო-ს ურთიერთობაში. წარმატებებს ვუსურვებ დავით ბაქრაძეს. მოუთმენლად ველოდები ჩემს მომავალ საქმიანობას ოტავაში, რომელიც იქნება ჩემი ძვირფასი მეგობრის, ელჩ ქავთარაძის დაწყებული საქმიანობის გაგრძელება საქართველო-კანადის მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – წერს კახა იმნაძე.
კახა იმნაძე გაერო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძე დაინიშნა.


