Accentnews.ge
„ვენეციის კომისიის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური"

„ვენეციის კომისიის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური"

31/08/2022 14:39:06 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, „ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა.

ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური.

ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველას ჩართულობას.

ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“- განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S