ზურაბიშვილი განმატავს, რატომ მოაწერა ხელი ბაქრაძის ელჩად დანიშვნას
01/09/2022 16:29:06 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გაერო–ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი იმიტომ მოაწერა, რომ არ სურდა პროცესი შეეფერხებინა და საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ელჩის გარეშე ყოფილიყო წარმოდგენილი.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბაქრაძის შესახებ მისი მოსაზრება არ გაითვალისწინეს, რის შემდეგაც არ სურდა ელჩის დანიშვნის პროცესი შეეფერხებინა.
„გუშინ მომივიდა ოფიციალური წარდგენა [გაერო-ში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის კანდიდატურა], რომელსაც ხელი მოვაწერე. ხელი მოვაწერე არა იმიტომ რომ ვიღაცამ დამაძალა ან რაღაცის შემეშინდა, არამედ იმიტომ, რომ აქამდე, სანამ მიდიოდა ეს კონსულტაციების ფორმა და მთავრდებოდა წარდგენით, ყველა წარდგენაზე მე ხელი მოვაწერე, რომ ჩემს გამო არ ყოფილიყო შეფერხება. ჩემი მოსაზრებები არ იქნა მოსმენილი, შეფერხება არ უნდა იყოს და მითუმეტეს ამ შემთხვევაში, გაეროს გენერალური ასამბლეა იმართება 3 კვირაში და ჩვენი ქვეყნის ინტერესი ნამდვილად არ არის, რომ იქ არ ყოფილიყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იმ მომენტში, როცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული ამ გენასამბლეაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


