კრამერი: EU-ს ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, ეს არაა მენიუ, საიდანაც რომელიმეს აარჩევ, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს
04/09/2022 12:14:03 პოლიტიკა
ევროკავშირის ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, ეს არაა მენიუ, საიდანაც რომელიმეს აარჩევ, ყველა მათგანი უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას სერიოზულია. მათ [გამოწვევებს] შორის ერთ-ერთი არაა ქართველი ხალხის სურვილი, გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და NATO-ში. ასე რომ ვფიქრობ ქვეყანას სწორი მიმართულება აქვს. არის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას და იმედია ამას გააკეთებს, რათა საქართველომ გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინსტიტუციებისკენ. იმედი მაქვს, ევროკავშირის პოზიცია გამოსაღვიძებელი სიგნალია იმისთვის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ვფიქრობ, ევროკავშირის ყოველი პუნქტი მნიშვნელოვანია. ეს არაა მენიუ, საიდანაც რაიმე უნდა აირჩიო, ყველა მათგანი უნდა გადაიჭრას.
დეოლიგარქიზაცია მნიშვნელოვანი პუნქტია, ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, თუმცა დეოლიგარქიზაცია ისევე მნიშვნელოვანია როგორც სხვები. ამ კუთხით ჩემი აზრი არაერთხელ გამოვხატე პრობლემებზე და პოზიცია არ შემიცვლია, ვფიქრობ ესაა პრობლემა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. იმედი მაქვს საქართველო მიუახლოვდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ კი, იმედია წევრობას" - განაცხადა კრამერმა.


