Accentnews.ge
კრამერი: "გვსურს, საქართველოში ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა"

კრამერი: "გვსურს, საქართველოში ვიხილოთ პრესის თავისუფლება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა"

05/09/2022 06:25:23 პოლიტიკა

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ "სურს, საქართველოში იხილოს პრესის თავისუფლება და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა". ამის შესახენ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” გახსნის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ ამ კონფერენციას 2019 წლის შემდეგ პირველად, ვატარებთ, ეს არის უნიკალური კონფერენცია და წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა გვსურს. საქართველოსთვის ეს სიტუაცია უცხო არ არის, მან ეს 2008 წელს გამოიარა.

რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციებს, თორმეტივე პუნქტი მნიშვნელოვანია. ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ერთი პუნქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მეორე. საქართველოს სურს კანდიდატის სტატუსი და ვიმედოვნებ, მთავრობა შეასრულებს ყველა რეკომენდაციას. ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ ამ მიზანს მიაღწიოს. მე არ მინდა, ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩავერიო, მაგრამ ვიტყვი იმას, რომ პრესის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის წინაპირობაა. საქართველო დემოკრატიაა, რომელსაც სირთულეები აქვს და ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ პატივს სცემდნენ პრესის თავისუფლებას და მართლმსაჯულების სისტემა დამოუკიდებელი იყოს. ვიმედოვნებ, ამას ვიხილავთ", – განაცხადა კრამერმა.

დღეს თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

2–დღიან კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. ღონისძიებაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

პანელური დისკუსიის თემებია: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; საით მიდის საქართველო; საინფორმაციო ომები; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები; ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/ კორუფციის საფრთხეები; შეერთებული შტატები ამ ყველაფერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S