Accentnews.ge
მელია: "საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები"

მელია: "საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები"

05/09/2022 08:25:29 პოლიტიკა

პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად.

ამასთან, მელიამ სტატეგიული გეგმა წარადგინა:

  • "მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები, სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო აქციები, ვადამდელი არჩევნების მისაღწევად;
  • უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან - მათ წარვუდგენთ ხედვებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად;
  • უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია - აშკარაა, ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველომ გადაუხვია დასავლურ გზას. ვაღიაროთ ასეთი განწყობა არ იყო არც 2020 და არც 2021 წლებში".

მელიას თქმით, პოლიტიკური კრიზისი უნდა გამოიყენონ შესაძლებლობად.

"ვადამდელი არჩევნებით ყველა თავისი გემოვნებით აირჩევს მისთვის სასურველ პარტიას, ჩვენ ყველას ერთად და ცალ ცალკე, მოგვეცემა შესაძლებლობა, ავირჩიოთ ევროპა", -დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S