Accentnews.ge
"საქართველო წლების განმავლობაში "ასოცირებული ტრიოს" ცენტრი იყო, ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული"

"საქართველო წლების განმავლობაში "ასოცირებული ტრიოს" ცენტრი იყო, ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული"

05/09/2022 09:19:33 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ "საქართველო წლების განმავლობაში "ასოცირებული ტრიოს" ცენტრი იყო, ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული". ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

"ევროკავშირში ინტეგრაცია არის შესაძლებლობების ფანჯარა და არ უნდა დავივიწყოთ საქართველო. საქართველო ახლა თითქოს გვერდზეა გაწეული, მას აღარავინ ახსენებს, აღარსად, ეს დიდი პრობლემაა. მანამდე გვქონდა "ასოცირებული ტრიო" და საქართველო იყო ამ "ტრიოს" ცენტრი 12 წლის განმავლობაში, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ განიხილება. არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა შევახსენოთ ჩვენს ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს საქართველოზე და ის ისევ უკან უნდა დავაბრუნოთ", – განაცხადა კრამონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S