კალაძე მელიას პასუხობს: "ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი სისულელეა"
05/09/2022 09:40:52 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ვადამდელ არჩევნებზე "სისულელეს" უწოდებს.
„პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - აღნიშნა მელიამ.


