Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი: "დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს"

ვიოლა ფონ კრამონი: "დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს"

05/09/2022 09:52:36 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალიან გვაშფოთებს, მათ შორის მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, სხვადასხვა აქტივისტის, მედიის წარმომადგენლების, თქვენი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენები და ა.შ. ასევე ამას დამატებული სიტუაცია, ერთი პიროვნების გავლენა, რომელიც არის უკიდურესად მდიდარი და რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას, ასე რომ ეს დემოკრატიისთვის სასარგებლო არ არის. დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა საქართველოში და ამიტომაც არის ნახსენები და არის ევროკავშირის მიერ შეთავაზებული 12 პირობიდან ერთ-ერთი“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S