Accentnews.ge
პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ესწრება კონფერენციას „დიდება უკრაინას“

პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ესწრება კონფერენციას „დიდება უკრაინას“

05/09/2022 10:12:20 პოლიტიკა

"რადიკალიზაციის ნორმალიზებას ვერ შევუწყობ", – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რატომ არ ესწრება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას".

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს.

„რაც შეეხება ამ კონფერეციას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, განსაკუთრებით უკრაინის თემასთან დაკავშირებით რომ ბევრი ასეთი განხილვა იყოს. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას ამ კონფერენციაში, აქ არის ერთი ასპექტი. [...] სამწუხაროდ, ამ კონფერენციაში, მათ შორის პანელებზე წარმოდგენილი არიან სწორედ ის პლიტიკური ჯგუფები, რომელთაც რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. მე აღვნიშნე, რომ რადიკალიზაცია არის მთავარი გამოწვევა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის. რა თქმა უნდა, მე პირადად ვერანაირად ვერ წავახალისებ ამ რადიკალიზაციას და რადიკალიზაციის ნორმალიზებას ვერ შევუწყობ იმით, რომ მონაწილეობა მივიღო კონფერენციაში, სადაც წრამოდგენილნი არიან რადიკალური ჯგუფები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს რადიკალიზაციის ნირმალიზება, ისე წარმოჩენა, რომ რადიკალური დღის წესრიგი არის რამენაირად ლეგიტიმური”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა.

მანამდე, დამსწრე საზოგადოებამ უკრაინაში გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

2–დღიან კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ. ღონისძიებაში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.

პანელური დისკუსიის თემებია: რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია; სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები; არეულობა რეგიონში; ომის გავლენა ევროპის მომავალზე; დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; საით მიდის საქართველო; საინფორმაციო ომები; რუსეთის შემდგომი ნაბიჯები; ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/ კორუფციის საფრთხეები; შეერთებული შტატები ამ ყველაფერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S