Accentnews.ge
"მსოფლიოში დიდი გამოწვევების ფონზე ჩვენ ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია"

"მსოფლიოში დიდი გამოწვევების ფონზე ჩვენ ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია"

05/09/2022 10:27:32 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში დიდი გამოწვევების ფონზე ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას.

„წინა კვირას ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10.3% შეადგინა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო, მაღალი ეკონომიკური ზრდა მსოფლიოში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არამხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ ფონზე ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია. ასევე, ექსპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 40%-ით გაიზარდა. ასევე, მინდა, ვაცნობო მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები 46.8%-ით არის გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია, როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ -ივნისში, რაც მისასალმებელია“, -განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S