Accentnews.ge
"ვადამდელი არჩევნები ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ, თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასოდეს მივიღებთ"

"ვადამდელი არჩევნები ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ, თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასოდეს მივიღებთ"

05/09/2022 13:04:20 პოლიტიკა

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი ეხმიანება ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ვადამდე არჩევნებზე და აღნიშნავს, რომ "ვადამდელი არჩევნები ქუჩაში და ტყეში არ დევს და მას მუშაობა სჭირდება".

"ლელოს" პოზიცია იყო, რომ საქართველოს რიგგარეშე არჩევნები სჭირდება, მაგრამ ვადამდელი არჩევნები სადმე, ქუჩაში და ტყეში არ დევს, რომ იქიდან წამოვიღოთ. ვადამდელ არჩევნებს სერიოზული მუშაობა სჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დაინახოს, რათა ამ პარლამენტში უმრავლესობა შეიცვალოს. პარლამენტიდან სადმე წასვლა და ვადამდელი არჩევნების მომწიფება არ მგონია მთლად სწორი პოზიცია იყოს, საჭიროა მუშაობა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებები პარლამენტში მიიღება. თუ პარლამენტს დავტოვებთ, ვადამდელ არჩევნებს ვერასოდეს ვერ მივიღებთ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - აღნიშნა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S