ვიოლა ფონ კრამონი: "ნიკა გვარამიას მონახულების თხოვნით მეორე წერილიც გავაგზავნეთ"
05/09/2022 13:45:00 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულების თხოვნაზე უარი მიიღო.
მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ მან მეორე წერილი ამჯერად იუსტიციის მინისტრს გაუგზავნა.
"იმედია, ნებართვას მოგვცემენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა
მან სოლიდარობა გამოუცხადა „მთავარი არხის“ დირექტორს და აღნიშნა, რომ იგი უკანონოდ არის დაპატიმრებული:
"მთავარი არხის" მფლობელისა და პროდიუსერის საქმე სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია. ამას ძალიან ბევრი სამართალმცოდნე ადასტურებს. ნიკა გვარამიასთვის არამართებული პატიმრობის მისჯა გამოიყურება, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ის უნდა გაათავისუფლონ, ჩვენც ამას ვითხოვთ"
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.


