აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: "საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას"
05/09/2022 14:20:22 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.
"საკმარისად ვერ გადმოვცემ ჩვენს წუხილს იმის გამო, რასაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ISFED-სა და დამოუკიდებელ მედიასთან დაკავშირებით საქართველოში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აქ ყოფნით. იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ძალიან შეგვტკივა გული, მაგრამ შეუძლებელია, ჩვენ ეს თქვენზე მეტად გვინდოდეს. ჩვენ გვერდში გიდგავართ და მზად ვართ მხარი დაგიჭიროთ. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდექით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის", – განაცხადა მაკდონალდმა.


