Accentnews.ge
კარა მაკდონალდი: "პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა"

კარა მაკდონალდი: "პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა"

05/09/2022 15:31:01 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის კარა მაკდონალდის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

"სასიამოვნოა კვლავ თბილისში დაბრუნება. აქ ვესწრები საერთაშორისო კონფერენციას "დიდება უკრაინას", რათა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის არის 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენა. ეს არ არის დიდი სახელმწიფოების დაპირისპირება, ეს ეხება იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო წესრიგს, რომელიც გაერო–ს ქარტიის სახით ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ორ კვირაში მსოფლიოს ლიდერები ნიუ–იორკში შეხვდებიან გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე და ჩვენი, აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გაერო–ს ქარტიის მხარდაჭერა. არ არსებობს იმაზე უფრო მკაფიო და უტიფარი მაგალითი ავტორიტარიზმის საფრთხისა, ვიდრე რუსეთის ეს არაპროვოცირებული, არაკეთილსინდისიერი, გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ გამსჭვალული ვართ მამაცი უკრაინელების მხარდაჭერის სულისკვეთებით. დღეს შევხვდი უკრაინელ დევნილებს, რომლებმაც ენითაღუწერელი სისასტიკე გამოიარეს რუსეთის ფილტრაციის ბანაკებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისგება. ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოიარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია", – განაცხადა კარა მაკდონალდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S