Accentnews.ge
"მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა"

"მზად ვართ, ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა"

05/09/2022 15:36:50 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი აცხადებს, აშშ მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

"ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოიარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება", – განაცხადა მაკდონალდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S