Accentnews.ge
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: "ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს"

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე: "ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს"

05/09/2022 15:39:08 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.

"ქართველებისთვის ცნობილია ის, რაც გამოიარეს უკრაინელებმა, რადგან საქართველოს 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, აუცილებელია რამდენიმე საკითხის ხაზგასმა. ერთი საკითხია, საქართველოს ხალხის სოლიდარობა მის ურყევ გეზში ევრო-ატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ჩვენ სრულად ვემხრობით ამას. ამაში ჩვენ პარტნიორები ვართ და მზად ვართ ყოველგვარი დახმარება გავუწიოთ საქართველოს, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ერთიანობა. ავტორიტარიზმს ყველაზე მეტად სწორედ ერთიანობის ეშინია და სწორედ ერთიანობაა, რომელიც საქართველოს ხალხის მიერ დასახული მისწრაფებებისკენ სვლაში სჭირდება. მინდა, ვახსენო და ნამდვილად შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში. ამ ერთიანობის მისაღწევად ელჩი დეგნანი და მისი გუნდი შეხვდა საზოგადოების ფართო სპექტრს: სამოქალაქო სექტორს, ბიზნეს ლიდერებს, მთავრობას, პარლამენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს. ელჩმა დეგნანმა და მისმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ჩვენც ამას მოვუწოდებთ მთავრობასაც, რომ შექმნან ერთიანობა. მთავრობას ამ ერთიანობის მიღწევაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ასე რომ, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან. ასეთი შესაძლებლობები ყოველთვის არ ჩნდება. არ ვიცით კიდევ როდის გაჩნდება ეს შანსი. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა და გადადგით ნაბიჯები, სერიოზულად მიუდექით 12 პუნქტის შესრულებას და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის", – განაცხადა მაკდონალდმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S