Accentnews.ge
"მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ"

"მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ"

05/09/2022 16:06:49 პოლიტიკა

რჩებიან საკუთარ დღის წესრიგში, საუბრობენ მუდმივად აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა საკუთარ ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რომლის განსამუხტად, უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.

მისი თქმით, ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

„რა თქმა უნდა, სრულიად არარელევანტურია ნებისმიერი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. აბსოლუტურად წარუმატებლობისთვის არის განწირული ნებისმიერი მათ მიერ დაანონსებული აქცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ არ ვცდები ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი“. ერთადერთი ადგილი, სადაც არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც როგორც ჩანს დაძლევადი აღარ არის. საზოგადოება ხედავს ერთმანეთთან დაპირისპირებას, ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები: სააკაშვილი, მელია და ა.შ. ერთმანეთს ვერ იტანენ, ერთმანეთს ერჩიან და ეს გარეთაც არის უკვე გამოტანილი და უფრო მეტიც, მათი მხარდამჭერებიც კი უკვე ერთმანეთთან არიან დაპირისპირებული. ეს არის შიდა დაპირისპირებები, ეს არის საერთო სისუსტე, რომელსაც ისინი ავლენენ. მათ ჰქონდათ არაერთი მცდელობა, აერიათ ქვეყანაში ვითარება, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას მათი პარტიის რიგებში. პირდაპირ საჯაროდ „ფეისბუქზე“ აგინებენ ერთმანეთს და ერთმანეთის მხარდამჭერები აგინებენ ერთმანეთს. ამ პარტიის მხარდაჭერები, წარმომადგენლები აგინებენ „ფეისბუქით“ ერთმანეთს, აკრიტიკებენ საკუთარი პარტიის ხელმძღვანელობას და ა.შ. ესაა აბსოლუტურად ღია წყაროები. სოციალურ მედიას დააკვირდით და ნახავთ, თუ რამდენად მასშტაბურია დაპირისპირება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, კერძოდ „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - აღნიშნა მელიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S