აშშ–ის ელჩი: "საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე"
06/09/2022 09:04:06 პოლიტიკა
საქართველოსში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე. ამის შესახებ მან ვადამდელი არჩევნების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ნორმალურია, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაზე სხვადასხვა ხედვა არსებობდეს. თუ საქართველო სხვადასხვა ხედვას გაითვალისწინებს, ეს ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის. ახლა ამოცანაა დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ასახავს განსხვავებულ ხედვებს. ევროკავშირს სურს, ნახოს ერთიანობა, ბევრი ხმა გაერთიანებული ერთ ძლიერ პასუხში 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: 5 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა ამ მიზნის მისაღწევად იქნება მიმართული“, - აღნიშნა მელიამ.


