Accentnews.ge
დეგნანი – საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლაზე: "100%-იანი სიზუსტით ვერ გეტყვით, რომ არ ხდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ"

დეგნანი – საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლაზე: "100%-იანი სიზუსტით ვერ გეტყვით, რომ არ ხდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ"

06/09/2022 09:43:48 პოლიტიკა

აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 100%-იანი სიზუსტით ვერ იტყვის, რომ საქართველოს გამოყენებით [ეკონომიკური] სანქციებისგან გვერდის ავლა არ ხდება, თუმცა შეერთებული შტატები მჭიდროდ მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან იმ მიზნით, რომ სანქციებისგან გვერდის ასავლელად ყოველგვარი ხვრელი დაიხუროს. ამის შესახებ მან თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "დიდება უკრაინას!" განაცხადა.

IRI-ის ვიცე-თავმჯდომარემ რენდი შონემანმა ელჩ დეგნანს ჰკითხა, რას აკეთებს აშშ-ის მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც „თავიანთი BMW-ს ნაწილები გაუფუჭდებათ, საქართველოში არ ჩამოვიდნენ და აქედან არ წაიღონ ნაწილები“.

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, პარტნიორებთან ერთად, სანქციების „შთამბეჭდავი პაკეტები“ გაააქტიურა.

"ჩვენ ქვეყნებს ვთხოვთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რადგან სანქციები ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ხვრელები არ არსებობს. სწორედ ეს მესიჯი გადავეცით საქართველოს მთავრობასაც. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა საერთაშორისო სანქციებს. ჩვენ არც კი დაგვჭირვებია მათთვის ამის თხოვნა, ეროვნულმა ბანკმა ისე დაიწყო ამ ქსელის დახურვა და იგი აგრძელბს ფინანსური სანქციებისგან [თავის არიდების შემთხვევების] ყურადღებით ზედამხედველობას. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან".

დეგნანის თქმით, ეს არის წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობის, ტრენინგებისა და აღჭურვილობის შედეგი, რომლით "საქართველოს უზრუნველყოფა შეერთებულმა შტატებმა და სხვებმა შეძლეს, რათა უფრო ზუსტად იცოდნენ, თუ რა ხდება პორტებისა და საზღვრების გავლით".

„მე არ შემიძლია, 100%-იანი სიზუსტით გითხრათ, რომ ეს არ ხდება. თუმცა მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთან ჩვენ ვმუშაობთ, რათა, რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S