Accentnews.ge
"ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს"

"ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის, თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს"

06/09/2022 10:41:27 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის "დიდება უკრაინას" მონაწილეებს სიტყვით მიმართა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე, რუსულ დეზინფორმაციასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.

"საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა თუ სად დგას უკრაინასთან მიმართებით, ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს, როდესაც უეცრად ისტორიამ და უკრაინამ ახალი პერსპექტივა შემოგვთავაზა, შემოგვთავაზა ახალი მომავალი ისე, რომ იმ დროს ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება მოგვიწია ამისთვის და ვიქნებით კი ამისთვის მზად. ჩემი ვარაუდით, ჩვენ მზად ვიქნებით და ხვალ ერთად ვიქნებით ევროკავშირში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მან სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთს სურს "შავის თეთრად წარმოჩენა", უნდობლობის დათესვა საქართველოსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტის თქმითვე, "დესტრუქციული დეზინფორმაციაა" მეორე ფრონტის იდეა, 'რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ".

"კიდევ ერთი [დეზინფორმაციაა] ის, რომ აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს. ეს წარმოუდგენელი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.

მე არ ვამბობ, რომ ამას ზოგიერთი ქართველი არ იმეორებს, დეზინფორმაცია ასე მუშაობს - არსებობს რამდენიმე გამტარი, რისი გამოყენებაც შეიძლება.

თქვენ არ გჭირდებათ თავის დაცვა, რადგან დღეს წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ, რომელსაც არასოდეს შეუხედავს საქართველოს ტერიტორიის არცერთ სანტიმეტრისთვის, ომის გავრცელებას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. რუსეთი კი, რომელმაც ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი.

ასე რომ, მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ. ეს [დეზინფორმაცია] ძალიან დესტრუქციულია, რადგან მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიების, იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისა და მათი დეფაქტო ხელისუფლებისაკენ, ეს არის მცდელობა იქ გარკვეული შიში გავრცელდეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება აკეთებდეს საქართველო", - მიმართა პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S