Accentnews.ge
ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ოლივერ ვარჰეი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

06/09/2022 15:58:55 პოლიტიკა

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ეხმაურება.

ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განიხილეს.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე“,- აღნიშნავს ევროკომისარი.

ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი - კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S