ბორელი: "საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის"
07/09/2022 07:03:10 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-7 სხდომის გამართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაადასტურა და საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა ეს ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ".
„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ნათელი ევროპული პერსპექტივა დაადასტურა, ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების პირველ საბჭოს სხდომას ვთავმჯდომარეობდი. საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. ევროკავშირი მზად არის ამ გზაზე თქვენს გვერდში იყოს“,- წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.


