"გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი"
07/09/2022 07:08:04 პოლიტიკა
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-7 სხდომის გამართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ "გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მისცენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი".
“ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-7 საბჭოზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს საერთო დღის წესრიგის პრიორიტეტები განვიხილეთ. ამ რთულ დროს გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას შედეგების მისაღწევად, რათა მივცეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი”,- წერს ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში.


