ესტონეთის პრემიერი: "საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო"
07/09/2022 09:00:29 პოლიტიკა
ესტონეთის პრემიერ–მინისტრ კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებული აგრესიის გამო რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო.
კალასი მიიჩნევს, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ რუსეთის შეჩერება უკრაინაში ვერ მოხერხდება.
"ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ რუსეთის ფედერაციამ თავის საზღვრებამდე დაიხიოს, რომ პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიგოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს იმას, რომ აგრესიამ შედეგი გამოიღო“, - ამბობს კალასი კაია კალასი.
მისივე თქმით ყველას ვალდებულებაა, რომ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს.


