Accentnews.ge
"დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს"

"დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, ხატიასებრთა ოჯახს"

07/09/2022 10:21:30 პოლიტიკა

საქართველოს ვიცე–პრემიერ, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძისთვის უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო.

„მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, იმასაც კი ვიხსენებ, რომ ხატია დეკანოიძე გახლდათ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც თავისი ბელადის მსგავსად, საკუთარი სამშობლო და მოქალაქეობა უარყო, შევიდა უცხო ქვეყნის ძალოვან სტრუქტურაში უკრაინაში, მიიღო იქაური მოქალაქეობა. როგორც ჩანს, მას დღემდე აღრეული აქვს, ვისი შვილია, რომელია მისი სამშობლო და რომელ ქვეყანას წარმოადგენს. ძალიან ბევრი წელია, ხატია დეკანოიძე წარმოადგენს რაღაცა ტიპის გაერთიანებას, პირობითად თუ დავარქმევთ, ხატიასებრთა ოჯახს, რომლებისთვისაც უცხო ქვეყნები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სამშობლო", – განაცხადა წულუკიანმა.

მანამდე, დეკანოიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ძალიან დიდი საშიშროება უკრაინის გამარჯვებისთვის, მათ შორის არა გადარჩენისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, რადგან უსაფრთხოების სარტყელი, რომელიც უნდა შემოეკრას უკრაინას, შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, ამ სარტყელში საქართველო არის ამოვარდნილი და ეს არის ხელიდან გაშვებული გეოპოლიტიკური უდიდესი შანსი და „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული შეცდომა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S