„საჭიროა ტექნოლოგიები, აღჭურვილობა, სპეციალისტები“: ექსპერტები რუსულ არმიაში "ჭურვების შიმშილის" პროგნოზირებენ

07-09-2022 15:21:21 მსოფლიო ,ანალიზი

რუსი უსაფრთხოების სპეციალისტი პაველ ლუზინი, ღია წყაროებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსკოვის არსენალში ჭურვებისა და რაკეტების დეფიციტს პროგნოზირებს. უპირველეს ყოვლისა, მსხვილი კალიბრიას.

ექვსთვიანი ომის განმავლობაში რუსი სამხედროები არტილერიას აქტიურად იყენებენ: ბომბავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს, ქალაქების საცხოვრებელ უბნებს. ასე მოხდა მარიუპოლში, ლისიჩანსკში, სევეროდონეცკში. იგივე ხდება ნიკოლაევსა და ხარკოვში. ამ ვითარებაში შეიძლება, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რუსეთს ჭურვების და რაკეტების შეუზღუდავი მარაგი აქვს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მოსკოვმა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მართლაც მიიღო შთამბეჭდავი არსენალი და ბევრი აწარმოა კიდეც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, მაგრამ პაველ ლუზინი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში, კრემლს "ჭურვის შიმშილს" უწინასწარმეტყველებს.

სამხედრო ანალიტიკოსი, რომელიც The Insider-ისთვის წერს, აღნიშნავს, რომ რომ მომავალში რუსეთი რაკეტებისა და ჭურვების დეფიციტის, ლულების ცვეთის წინაშე აღმოჩნდება. უპირველეს ყოვლისა, საუბარია 122-ე და 152-ე კალიბრებზე, რომლებიც რუსული არმიისთვის ძირითადი კალიბრებია მე-20 საუკუნიდან: ბუქსირებული ჰაუბიცები, როგორიცაა D-30 ან Msta-B, და თვითმავალი ჰაუბიცები, როგორიცაა Msta-S. ეს იარაღი დასავლეთის 155მმ-იანი ჰაუბიცების უახლოესი რუსული კონკურენტია, თუმცა მხოლოდ თეორიულად. პრაქტიკაში კი მისი სროლის დიაპაზონი გაცილებით დაბალია. 30 კილომეტრი 40-50 და თუნდაც 70 კილომეტრის წინააღმდეგ. რუსულ ჰაუბიცებთან ჩამორჩენა მხოლოდ რაოდენობაშია. რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ათიათასობით ჭურვს ისვრის.

„შედარებაც შესაძლებელია: ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომის დროს რუსული არმია დღეში 30 ათასამდე ჭურვს ისროდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ომის ინტენსივობა უფრო მაღალია, საუბარია, დღეში 40-60 ათასზე. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს მონაცემები, ინტენსივობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად რეალურია“, - ამბობს პაველ ლუზინი და დასძენს, „ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე რუსეთს შეუძლია“.

მეტიც, ექსპერტი ამბობს, რომ შეუძლებელი იქნება ამ რეზერვების შევსება, მათ შორის, სანქციების ზეწოლის გამო. და მსგავსია ვითარება ჯავშანმანქანებთან და სამხედრო ავიაციასთან დაკავშირებით.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, მათ რუსებს გაუნადგურეს 2 000–ზე მეტი ტანკი, 4 000–ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 400–ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი. თავად რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ ცნობებს არ ავრცელებს.

„აქ ორი სახის პროცესია: ლითონის დამუშავება, რომელიც სპეციალურ აღჭურვილობას საჭიროებს, რომელიც არ არის. მეორე – დენთის და სარაკეტო საწვავის წარმოება. აქ ყველაფერი იმპორტირებულ აღჭურვილობაზეა დამოკიდებული. თანამედროვე დენთის წამოქმნითვის, რომელიც უკეთესად ინახება, იძლევა უკეთეს დიაპაზონს, კარგი მოწყობილობა საჭირო. ზოგან საჭიროა ინგრედიენტებიც“– განაგრძობს პაველ ლუზინი.

მისი თქმით, ომამდე, 2010-იან წლებში, რუსეთი ყოველწლიურად აწარმოებდა 30-დან 35-მდე საბრძოლო თვითმფრინავს და 25-30 დამრტყმელ ვერტმფრენს. ამას ასევე უნდა დავუმატოთ 130-დან 200-მდე სხვადასხვა ტიპის მანქანა, რომლებიც მოდერნიზებულია. მაგრამ ამ ყველაფრისთვის უცხოური კომპონენტები იქნა გამოყენებული, რაც ამჟამად ან შეუძლებელი, ან რთული იქნება:

"ადრე თუ გვიან, ყველა თვითმფრინავის ძრავა წირას საკუთარ რესურს. საჭიროა ახალი ძრავები. ახალი ძრავები მზადდება ყველა იმპორტირებულ აღჭურვილობაზე.და ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი შეწყვეტს მუშაობას. ”

სკეპტიკოსებმა შესაძლოა, აღნიშნონ, რომ რუსეთი იბრძვის არა მხოლოდ ახალი იარაღით, არამედ საბჭოთა იარაღითაც. რა ხდება ამ მარაგების ირგვლივ? ყველაზე დიდხანს ინახება ჭურვები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის. მაგრამ მთელი ეს საბჭოთა არსენალი არ იყო რუსეთის განკარგულებაში უკრაინასთან ომის წინა დღეს. ეს რაკეტები გამოიყენეს 1990-იან და 2000-იან წლებში ჩეჩნეთის ორი ომის დროს. შემდეგ რუსეთმა ისინი გამოიყენა საქართველოში, მაგრამ კრემლმა კიდევ უფრო მეტი რაკეტა დახარჯა სირიის კამპანიისა და რვაწლიანი ომის დროს დონბასში.

პაველ ლუზინი აღნიშნავს, რომ რუსეთს 122 და 152 მმ კალიბრის დეფიციტი თავდაპირველად 20 წლის წინ – ჩეჩნეთის მეორე ომის დროს შეექმნა. ამის შემდეგ გაკეთდა დასკვნები და ბოლო ათწლეულში მოსკოვმა შეძლო დაეწყო ამ ჭურვების წარმოება, მაგრამ ტემპი მაინც არასაკმარისი იყო და გადაწყდა სამი წლის განმავლობაში, პროგრამის „ეფექტური არმიის“ ფარგლებში, 1 700 000 ძველი რაკეტისა და საბრძოლო მასალის აღდგენა. ამ სამუშაოების შესრულების დრო და ფასი ღია წყაროებშია, საიდანაც პაველ ლუზინმა გაარკვია, რა ღირს ახალი საბრძოლო მასალის წარმოება და დაასკვნა, რომ ყოველი 570 ათასი ამოღებულ ჭურვთან ერთად რუსეთმა მილიონზე მეტი ახალი შექმნა.

ანალიტიკოსის შეფასებით, რუსეთს ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ორ მილიონამდე სხვადასხვა ტიპის ჭურვის წარმოება შეეძლო.

მოსკოვი ფაქტიურად მიწასთან ასწორებს უკრაინის ქალაქებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის ვალერი ზალუჟნის შეფასებით, რუსი არტილერისტები დღე–ღამეში დაახლოებით 40-60 ათასი ჭურვს ისვრიან, ხოლო შედარებით „მშვიდ“ დღეებში – 20 000–სს. გამოდის, რომ ექვს თვეში რუსეთმა მინიმუმ შვიდი მილიონი ჭურვი დახარჯა. პაველ ლუზინის გათვლებით, რუსეთს 5 წელი დასჭირდებოდა ამ რაოდენობის ახალი საბრძოლო მასალის დასამზადებლად, ისიც სანქციების გათვალისწინების გარეშე.

ლუზინი უშვებს, რომ არტილერიის გამოყენების ამჟამინდელი ტემპი შენარჩუნდება, რუსული არმია „ჭურვების შიმშილის“ წინაშე უკვე წლის ბოლოსთვის დადგება. იმავდროულად, უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი იური ბუტუსოვი რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-2 არმიის კორპუსის სამხედრო მოსამსახურის ანდრეი მოროზოვის პუბლიკაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვს უკვე შეექმნა არტილერიის დეფიციტი.

პაველ ლუზინის პროგნოზი ფართოდ გავრცელდა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით ყოფილ და ამჟამინდელ სამხედროებს, ასევე სამხედრო ანალიტიკოსებს შორის. ზოგიერთი თვლის, რომ პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურია. მაგალითად, უკრაინელი Forbes-ის მიმომხილველი ვოლოდიმირ დაცენკო მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების ელის, მაგრა არა უადრეს მომავალი ზაფხულის ან შემოდგომისა.

ესტონეთის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარის იგორ გრეცკის თქმით, რუსეთს ყველაზე დიდი დეფიციტი ექნება მაღალი სიზუსტის იარაღის სფეროში. ეს არის აქტიურ–რეაქტიული ჭურვები არტილერიისთვის, რაკეტები და დრონები.

წლის ბოლოსთვის რუსეთს თითქმის მთლიანად ამოეწურება მაღალი სიზუსტის ჭურვები. რუსეთი ვერ შეძლებს ამ ტიპის ჭურვების მარაგის შევსებას იმ ინტენსივობით, რომლითაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის ჭურვებში ელექტრონიკა გამოიყენება, ძირითადად, დასავლური წარმოების: მიკროპროცესორები, მიკროკონტროლერები.თუ ვსაუბრობთ დრონებზე, მაშინ –რადიოსიხშირული სიმძლავრის გამაძლიერებლები. ამ ყველაფერს ადრე ყიდულობდნენ აშშ-ში, ჩინეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში. ამჟამად კი რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აწარმოოს ყველა ეს პროდუქტი: სჭირდებათ ტექნოლოგიები, აღჭურვილობა, სპეციალისტები, რომლებიც არ არიან.

სანქციები ხურავს მაღალტექნოლოგიურ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე პირდაპირ წვდომას, აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების გაფორმებას. გარდა ამისა, დაწესებულია მეორადი სანქციები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სანქციების აღსრულებაში მონაწილეობენ არა მხოლოდ შეერთებული შტატები და ევროკავშირი, არამედ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა შვეიცარია, ტაივანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და კანადა. ყველა ეს სანქცია მხოლოდ გაზრდის რუსეთისთვის თავდაცვის ინდუსტრიის ტექნოლოგიურ „შიმშილს“.

როგორ იმოქმედებს რუსეთი ამ პირობებში? უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის მხრიდან სამრეწველო შპიონაჟის ინტენსივობა და მასშტაბები დასავლეთის ქვეყნებში, უპირველესად, შეერთებულ შტატებში, გაიზრდება. როგორც ჩანს, სწორედ ამ გზით შეეცდება კრემლი, გარკვეულწილად მაინც აანაზღაუროს დეფიციტი“, - ამბობს იგორ გრეცკი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები