Accentnews.ge
ასოცირების საბჭო: "საჭიროა, 5 ივლისის ძალადობის ეფექტური გამოძიება"

ასოცირების საბჭო: "საჭიროა, 5 ივლისის ძალადობის ეფექტური გამოძიება"

07/09/2022 11:04:03 პოლიტიკა

ასოცირების საბჭოს განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს კვლავ მოუწოდა 5 ივლისის ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ.

"ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა", – აცხადებს ასოცირების საბჭო.

2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგეთა თავდასხმისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის იყო "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. იგი 11 ივლისს დილით დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალბუდის ფსკერის დაზიანებები, მრავალფრაგმენტული მოტეხილობა, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, ასევე თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, ეს სიკვდილის გამომწვევ მიზეზად არ დასახელებულა.

2021 წლის 5 ივლისის საქმეზე 30-ზე მეტი დაკავებულს პატიმრობა მიესაჯა, მათ შორის ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის ეპიზოდში მონაწილე ყველა პირს. თუმცა ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S