Accentnews.ge
კობახიძე – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "ასეთი დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს პოლარიზაციას"

კობახიძე – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "ასეთი დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს პოლარიზაციას"

08/09/2022 11:28:43 პოლიტიკა

"ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას", – ასე ეხმიანება მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტისა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

მისი თქმით, საელჩოს განცხადება არასწორ მინიშნებებს შეიცავს:

"პირველი, საუბარია იმაზე, თითქოს არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც არის ტყუილი. ჩვენ შევთავაზეთ, როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ პრეზიდენტი ჩაერთო საქმეში, ვეტო დაადო, შემდეგ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ვერავინ ვერ წარმოადგინა სამართლებრივი შენიშვნა. ესაა ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში.

მეორე ძალიან სამწუხარო რამ წერია საელჩოს განცხადებაში, რომ ესაა "მოქალაქეების გაკონტრლებისთვის". ესეც გაუგებარია, ინგლისურად წერია monitoring, ქართულად წერია კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა. ეს კანონი ეხება დამნაშავეების კონტროლს და როცა აშშ-ის საელჩო აიგივებს საქართველოს მოქალაქეებს და დამნაშავეებს, შემაშფოთებელია".

აშშ-ის საელჩო საქართველოში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გუშინ, 7 სექტემბერს გამოეხმაურა. საელჩო თავის განცხადებაში წერს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას აშორებს:

"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S