Accentnews.ge
კრამონი კობახიძის განცხადების შემდეგ: "ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძირს დაეშვებიან ისინი"

კრამონი კობახიძის განცხადების შემდეგ: "ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძირს დაეშვებიან ისინი"

08/09/2022 13:20:32 პოლიტიკა

"ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო ქვემოთ ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო დაბლა ეშვება და უფრო მეტ ტყუილს იგონებს“, – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.

"ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძირს დაეშვებიან ისინი“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.

მანამდე "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "არსად არ არის შესაშვები, არათუ [ნიკა] გვარამიასთან".

"ვიოლა ფონ კრამონს რაც შეეხება, მასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. მისი განცხადებებით, რომელიც გასული დღეების განმავლობაში აკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, თუ რატომ გვაქვს ჩვენ ჩვენი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. მათ შორის ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს რეზოლუცია და ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხებოდა, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ახლა ასეთ რაღაცებს რომ ლაპარაკობს ადამიანი, მე მგონია, რომ ის არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან, ან ვინმე სხვასთან", - განაცხადა კობახიძემ.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში თბილისში ვიზიტით ყოფნისას ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ "მთავარი არხის" დირექტორ ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი განუცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S