Accentnews.ge
ISW: "უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ კუპიანსკის გათავისუფლება მომდევნო 72 საათის განმავლობაში"

ISW: "უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ კუპიანსკის გათავისუფლება მომდევნო 72 საათის განმავლობაში"

09/09/2022 08:51:28 პოლიტიკა

"ომის შესწავლელი ამერიკული ინსტიტუტის" (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ, კუპიანსკის გათავისუფლება მომდევნო 72 საათის განმავლობაში.

ექსპერტებმა შეისწავლეს გეოლოკაციის კადრები და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტი რუსები განდევნეს ბორშივკადან და ივანოვკადან.

ISW-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაათავისუფლეს შევჩენკოვი ან გვერდი აუარეს მას და ღრმად დაწინაურდნენ ჰრუშივკას მიმართულებით. ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ ბოროვსკის გეოლოკაციის კადრების საფუძველზე, რომელიც მდებარეობს კუპიანსკიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კილომეტრში.

ანალიტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებები და კუპიანსკის მიმართულებით სწრაფი წინსვლა, პანიკას იწვევს რუს ოკუპანტებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S