Accentnews.ge
"ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში"

"ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში"

09/09/2022 08:31:22 პოლიტიკა

ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ "ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში".

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მანამდე, „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი, რომელიც აშშ–ის მიერ სანქცირებულია, საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S