Accentnews.ge
კუბილიუსი: "კობახიძემ კრამონს ბოდიში დაუყოვენბლივ უნდა მოუხადოს"

კუბილიუსი: "კობახიძემ კრამონს ბოდიში დაუყოვენბლივ უნდა მოუხადოს"

09/09/2022 12:31:05 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, –წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში.

7 სექტემბერს თბილისში ვიზიტით ყოფნისას ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ციხეში მონახულებაზე უარი განუცხადეს.

8 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კრამონი „არსად არ არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან".

მოგვიანებით, ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას ასე გამოეხმურა:

„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს და უფრო მეტ ტყუილს იგონებს. ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან ისინი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S