დეგნანი: "მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო არ არის უკანა კარი სანქციებისთვის"
09/09/2022 14:32:21 პოლიტიკა
აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება "დროას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი 4 სექტემბერს ირანიდან აფრინდა და საქართველოს ტერიტორიის გავლით მოსკოვში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.
"მთავრი არხის" ჟურნალისტმა დიპლომატს შემდეგი კითხვით მიმართა, "რა ინფორმაციას ფლობთ ირანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით გაფრინდა? აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ეს თვითმფრინავი სანქცირებულია".
„ცხადია, ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომაა ასე მნიშვნელოვანი, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არც ერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ იყოს უკანა კარი სანქციებისგან თავის არიდებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ მსგავსი თავდასაძვრენი საშუალებები არ არსებობს. ყველაზე ეფექტური იქნება, ჩვენ ყველამ ერთად დავხუროთ ქსელი და დავრწმუნდეთ, რომ ექსპორტის კონტროლი ხორციელდება და სანქციები დაცულია. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ჩვენს პარტნიორთან, საქართველოსთან ერთად”, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე თვითმფრინავის სანქცირებასთან დაკავშირებით, დიპლომატმა შემდეგი აღნიშნა:
"მე არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია ირანულ თვითმფრინავზე".


