"ოცნებიდან" წასული დეპუტატები ოცნების კრებას ესწრებოდნენ კაჭრეთში
10/09/2022 19:04:06 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" “სიმართლის სათქმელად” წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე დღეს კაჭრეთში მმართველი პარტიის სამუშაო გასვლით სხდომაში მონაწილეობდნენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტარები.
"ქართული ოცნების" ფეისბუკგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ამ შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა წლის განვლილი პერიოდი შეაჯამეს და სამომავლო დასახეს. ასევე იმსჯელეს ევროკავშირის წინაშე საქართველოს შესასრულებელ ვალდებულებებზე:
“განსაკუთებით ხაზი გაესვა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას”.


