Accentnews.ge
ღარიბაშვილი: "რიკერთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ის გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობაში"

ღარიბაშვილი: "რიკერთან შეხვედრაზე განვიხილეთ აშშ-ის გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობაში"

12/09/2022 05:42:07 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველთან ფილიპ რიკერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე "განვიხილეს აშშ-ის გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიისა და რეგიონალური განვითარების ხელშეწყობაში".

“შევხვდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ფილიპ რიკერს. განვიხილეთ რეგიონალური მოვლენების დინამიკა, ევროპასთან საქართველოს ინტეგრაცია, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ამერიკის შეერთებული შტატების გადამწყვეტი როლი მშვიდობის, დემოკრატიის, რეგიონალური და საერთო განვითარების ხელშეწყობაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S