ბელგიის სახელმწიფო მდივანი: "საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის"
12/09/2022 10:01:57 პოლიტიკა
ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მური აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა.
როგორც მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის.
მისი თქმით, ეს სურათი „არ შეესაბამება ქვეყნის პროფილს“, რამეთუ საქართველო, „სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ბელგიის მიერ მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო ქვეყანა“.
"მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა”, - აღნიშნა ნიკოლ დე მურმა


