საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანელ კოლეგას შეხვდა
13/09/2022 11:21:05 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიაში, ბერლინში ვიზიტის დროს გერმანიის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
"შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას... მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ." - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


